ელჩის გიორგი ზაქარაშვილი შეხვდა დმიტრო სენიკს
2022 წლის 25 იანვარს უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დმიტრო სენიკს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების, კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე. მხარეები შეთანხმდნენ რომ ამ მხრივ გააქტიურდება სამინისტროებს შორის თანამშრომლობა.
რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებების ფონზე გიორგი ზაქარაშვილმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინის მხარეს სქართველოს სრული მხარდაჭერა და აცნობა, რომ ქართული მხარე არ აპირებს განახორციელოს საქართველოს საელჩოს თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია.