საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი:
„უკრაინის ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მიიღოს ქმედითი ზომები ომის თავიდან ასაცილებლად და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტალური პრინციპების დასაცავად“