ელჩი გიორგი ზაქარაშვილი სუამ-ის გენერალურ მდივანს ალტაი ეფენდიევს შეხვდა
2022 წლის 14 თებერვალს უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის სუამ-ის გენერალურ მდივანს ალტაი ეფენდიევს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სუამ-ის 25 წლისთავის კონტექსტში დაგეგმილი მაღალი დონის ღონისძიებების ორგანიზების საკითხს და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის დინამიკას.