საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი გიორგი ზაქარაშვილი სუამ-ის გენერალურ მდივანს ალტაი ეფენდიევს შეხვდა

2022 წლის 14 თებერვალს უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის სუამ-ის გენერალურ მდივანს ალტაი ეფენდიევს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სუამ-ის 25 წლისთავის  კონტექსტში დაგეგმილი მაღალი დონის ღონისძიებების ორგანიზების საკითხს და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის დინამიკას.