საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საერთაშორისო კულტურული პროექტი კიევის საქალაქო ბიბლიოთეკაში

ა.წ. 27 იანვარს, კულტურული თანამშრომლობის საერთაშორისო პროექტის ფარგლებში და უკრაინაში ფარაჯანოვის მუზეუმის დირექტორის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა: „კულტურული სხვადასხვაობის მნიშვნელოვანი ძალა“.

შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა საქართველოში მოღვაწე რეჟისორის, ჰოსე მაჯინერის დოკუმენტალური ფილმი სერგო ფარაჯანოვის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ასევე ონლაინ  მონაწილოება მიიღო ქართველმა ხელოვანმა ირინა გაგუამ.

შეხვედრა ჩატარდა კიევის საქალაქო ბიბლიოთეკაში, უკრაინაში საქართველოს საელჩოს სახელით მონაწილოება მიიღო საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა, ლევან წურწუმიამ, რომელმაც ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა ქართულ და ინგლისურ ენაზე შედგენილი წიგნი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ.