თანამშრომლობის ძირითადი სფეროები
საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზამოიცავს 100-ზე მეტ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებას და არეგულირებს ორქვეყანას შორის თანამშრომლობის პრაქტიკულად ყველა სფეროს.
საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებასწარმოადგენს რეგიონული სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განვითარება.თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში წარმატებით ხორციელდება როგორც სამოქალაქოავიაციის, ასევე საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით.
წარმატებულად ვითარდება თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. უკრაინის ტურისტულბაზარზე, საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით,მუდმივად ეწყობა გაცნობითი ტურები და გამოფენები. საქართველოში ჩამოსულიუკრაინელი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. საქართველო დაუკრაინა, ასევე თანამშრომლობენ იაპონური ტურისტული ბაზრისათვის შემუშავებულისუამ-ის ერთობლივი ტურისტული პროექტის ფარგლებში.
საქართველოსა და უკრაინას შორის მჭიდრო კულტურულ-ჰუმანიტარულ თანამშრომლობავითარდება. დამყარებულია პირდაპირი სამეცნიერო-საგანმანათლებლო კავშირები ორისახელმწიფოს წამყვან უნივერსიტეტებს შორის. გაფორმებულია ურთიერთსასარგებლოხელშეკრულებები უმაღლეს სასწავლო დაწესებულებს შორის თანამშრომლობის შესახებ.
საქართველოს პარლამენტში მოქმედებს უკრაინის ვერხოვნა რადასთან მეგობრობის ჯგუფი.
წარმატებით ვითარდება თანამშრომლობა საბანკო-საფინანსო, სოფლის მეურნეობის,მსუბუქი მრეწველობის, ჯანდაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის, რეგიონული დაინფრასტრუქტურის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.
ეკონომიკური თანამშრომლობა (2009-2012 წწ.)
უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია.საქართველოსა და უკრიანას შორს მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რომელიცსამართლებრივად დარეგულირებულია როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში(სუამ-ის ფარგლებში). წლების განმავლობაში უკრაინა ინარჩუნებს საქართველოს ძირითადსავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორებს შორის მე-3 ადგილს.
საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარულად ტარდება მთავრობათაშორისიეკონომიკური კომისიის სხდომები, ვიცე-პრემიერ-მინისტრების დონეზე და ბიზნეს-ფორუმები.
საქართველო-უკრაინის სავაჭრო ბრუნვა
(მლნ. აშშ დოლარი)
წლები
|
2009წ.
|
2010წ.
|
2011წ.
|
2012წ.
|
2013წ. |
ბრუნვა
|
499,63
|
663,46
|
847,03
|
764,12
|
795,1 |
ზრდა წინა წელთან შედარებით
|
-36,8%
|
32,8%
|
27,7%
|
-9,8%
|
4,0% |
წილი მთლიან ბრუნვაში
|
9,1%
|
9,9%
|
9,2%
|
7,5%
|
7,4% |
ექსპორტი
|
83,94
|
103,33
|
141,45
|
167,02
|
192,8 |
ზრდა წინა წელთან შედარებით
|
-37,4%
|
23,1%
|
36,9%
|
18,1%
|
15,0% |
წილი მთლიან ბრუნვაში
|
7,4%
|
6,5%
|
6,5%
|
7,0%
|
6,6% |
იმპორტი
|
415,69
|
560,13
|
705,58
|
597,1
|
602,4 |
ზრდა წინა წელთან შედარებით
|
-36,7%
|
34,7%
|
26,0%
|
-15,4%
|
0,8% |
წილი მთლიან ბრუნვაში
|
9,5%
|
11,0%
|
10,0%
|
7,6%
|
7,6% |
სალდო
|
-331,75
|
-456,80
|
-564,13
|
-430,08
|
-409,6 |