საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან

2022 წლის 10 თებერვალს, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიკოლა ტოჩიცკის შეხვდა. 

საუბრისას განხილულ იქნა რეგიონში შექმნილი ვითარება, ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ასევე კონტაქტები და დაგეგმილი ვიზიტები, მათ შორის სუამ-ისა და ასოცირებული ტრიოს ფარგლებში. ცალკე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავის აღნიშვნის თემატიკას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის საზღვრებთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამოხატული მხარდაჭერის მნიშვნელობას.