საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა სერგეი რეზნიკთან

2022 წლის 9 თებერვალს უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი ქალაქ ნოვომოსკოვსკის მერს სერგეი რეზნიკს შეხვდა.  

შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და უკრაინის მუნიციპალიტეტებს შორის არსებული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრაზე მერმა გამოთქვა სურვილი ქალაქ ნოვომოსკოვსკისა და  თელავის მუნიციპალიტეტის დაძმობილების თაობაზე. ასევე  განხილულ იქნა ნოვომოსკოვსკის  აბაშის ან წყალტუბოს მუნიციპალიტეტთან დაძმობილების შესაძლებლობებიც. 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ  შემდგომი თანამშრომლობის მიზნით მოხდება დაინტერესებული  მუნიციპალიტეტების ერთმანეთთან დაკავშირება.