საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის გიორგი ზაქარაშვილის შეხვედრა უკრაინის უმაღლესი საბჭოს ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვის და დაზვერვის კომიტეტში

2022 წლის 17 იანვარს უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი შეხვდა უკრაინის უმაღლესი საბჭოს ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეს ალექსანდრე ზავიტნევიჩს და მის მოადგილეს მარიანა ბეზუგლას.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი პოლიტიკური პროცესების დინამიკა, დაგეგმილი ღონისძიებები და კონტაქტები, რეგიონში შექმნილი ვითარება და არსებული საერთო გამოწვევები. ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, მათ შორის კოორდინაციას ასოცირებული ტრიოს ფორმატში.