ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მ.წ. 12 იანვარს, საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ მორიგი შეხვედრა გამართა უკრაინის პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველთან სერგეი პოპიკთან. შეხვედრისას, საუბარი შეეხო საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინასა და საქართველოს მიერ დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებებს.

განთავსების თარიღი: 12.01.2018
 

საქართველოს საელჩო უკრაინაში დიდ მწუხარებას გამოვთქვამს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო და უთანაგრდძნობს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

განთავსების თარიღი: 26.12.2017
 

გაცნობებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციაზე ზრუნვა წარმოადგენს. სამინისტრომ 2015 წლიდან დამოუკიდებლად, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით დაიწყო ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამის განხორციელება. 

განთავსების თარიღი: 26.12.2017
 

საქართველოსა და უკრაინას შორისო დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მ.წ. 18 დეკემბერს,  საქართველოს საელჩოში გაიმართა კიევის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტთან არსებული მუსიკალური ჯგუფის „Genius Band“ საახალწლო კონცერტი. წარმოდგენილ იქნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საოპერო არია და ფოლკლორული სიმღერები. აღსანიშნავია, რომ მუსიკალურ ჯგუფში  გაერთიანებული არიან სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლები.

განთავსების თარიღი: 18.12.2017
 

2017 წლის 16 დეკემბერს, ქ. კიევში, ორგანიზაციის „ქართული დიასპორის სახლი“ ორგანიზებით და უკრაინაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, საგამოფენო დარბაზში "კიევ ექსპო პლაზა", გაიმართა ქართული კულტურის დღეები და ქართული ღვინის ფესტივალი „KAKHETI FEST 2017”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უკრაინაში მოქმედმა ქართულმა რესტორნებმა და ღვინის კომპანიებმა. ასევე, წარმოდგენილი იყო კულტურული პროგრამა და გათამაშდა სხვადასხვა პრიზები. 

განთავსების თარიღი: 18.12.2017
 

15 დეკემბერს, უკრაინაში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა ხერსონისა და სკადოვსკის საზღვაო პორტების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის პრეზენტაცია, შავი და ბალტიის ზღვების სატრანსპორტო კორიდორების განვითარების კონტექსტში. პრეზენტაციას დაესწრო უკრაინაში საქართველოს ელჩი გელა დუმბაძე, აგრეთვე უკრაინაში აკრედიტირებული სხვა სახელმწიფოების ელჩები, დიპლომატიური კორპუსის, უკრაინის მთავრობისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები.

განთავსების თარიღი: 15.12.2017
 

2017 წლის 2 დეკებერს, უკრაინის ეროვნულ ოლიმპიურ კომპლექსში, კიევის საერთაშორისო ქალთა კლუბის ეგიდით გაიმართა 25-ე ყოველწლიური საქველმოქმედო ბაზრობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საელჩომ. საქველმოქმედო ბაზრობის ფარგლებში, უკრაინაში აკრედიტებულ სალეჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს საშუალება ჰქონდათ მოეწყოთ თავიანთი ეროვნული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. 

განთავსების თარიღი: 02.12.2017
 

თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმი” დღეს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში მისასალმებელი პანელით „მაღალი დონის დიალოგი: სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ გაიხსნა. 

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით „ევროკავშირი და ჩინეთი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრიმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.  პანელში ასევე მონაწილეობენ – მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი  პაველ ფილიპი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი, სლოვენიის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერჟავეკი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების მინისტრთა კაბინეტის წევრი, ტოლერანტობის მინისტრი შეიხი ნაჰაიანი, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ერბოლატ დოსაიევი, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვენჩაი ჟანგი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ალან პიუ.

განთავსების თარიღი: 28.11.2017
 

მ.წ. 28 ნოემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უკრაინის ვიცე-პრემიერს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ივანა კლიმპუშ-ცინცაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბრიუსელის სამიტი და მისი შედეგები. დადებითად შეფასდა ევროკავშირის მიერ საქართველოსა და უკრაინის ევროპული მისწრაფებისა და ევროპული არჩევანის დადასტურება და აღიარება. 

განთავსების თარიღი: 28.11.2017
 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი საქართველოს ეროვნული გმირის, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვია. უკრაინის პრემიერ-მინისტრს მასპინძლობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გაუწია.

ვლადიმერ გროისმანმა და ლევან იზორიამ აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციებში დაჭრილ-დაშავებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულეს. 

განთავსების თარიღი: 27.11.2017
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ