ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ქალბატონებო და ბატონებო,

მსოფლიოში იშვიათია ქვეყანა, რომელიც უკრაინის მსგავსი სიყვარულით და პოპულარულობით სარგებლობდეს საქართველოში. სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყანაც პოზიტიურ ემოციებთანაა უკრაინაში ასოცირებული.

დავით გურამიშვილი და ლესია უკრაინკა, მათი სახელოვანი ცხოვრებისეული გზა და საბოლოო განსასვენებელი, ქართულ-უკრაინული  ურთიერთობის ვრცელი მემატიანეს ერთ-ერთი სიმბოლური ნაწილია.

ისტორიულ ქარტეხილში ჩვენი ქვეყნები მხარდამხარ უმკლავდებოდნენ გამოწვევებს. უანგაროდ უწვდიდნენ ძმური დახმარების ხელს, ბოლო ათწლეულების ყველაზე რთულ პერიოდში.

მსგავსია ქართველი და უკრაინელი ადამიანების ძირითადი სულიერი ფასეულობები: მშვიდობისა და თავისუფლებისაკენ მუდმივი სწრაფვა, ჰუმანურობა და სტუმართმოყვარეობა. ასევე, ჩვენი ძირითადი პოლიტიკური ორიენტირები, კერძოდ კი სწრაფვა ევროპული ფასეულობებისაკენ. მსგავსია ჩვენი სატკივარიც- დროებით ოკუპირებული ტერიტორიები.

გარწმუნებთ, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩო  ძალისხმევას არ დაიშურებს, გამუდმებით იზრუნოს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის შემდგომი გაღრმავებისათვის.  ამ თვალსაზრისით უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ უკრაინელ კოლეგებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ყოველდღიურ, ნაყოფიერ თანამშრომლობას.


პატივისცემით,

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში

გელა დუმბაძე

 
 
 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ