ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

2017 წლის 27 სექტემბერს უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკისა და ევროპული ინტეგრაციის მთავარი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან იგორ ჟოვკვასთან. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკთხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას და აღნიშნულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს.

განთავსების თარიღი: 29.09.2017
 

2017 წლის 28-29 სექტემბერს, ქ.კიევში, გაიმართა სუამ-ის ეროვნული კოორდინატორების საბჭოს (CNC) 43-ე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვ.მახარობლიშვილი (სხდომის თავმჯდომარე), აზერბაიჯანის საგარეოს საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და სტრატეგიული კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გ.გუსეინოვი, მოლდოვეთის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრის მოადგილე ლ.დარი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი ა.კონონენკოს, სუამ-ის გენერალურ მდივანი ა. ეფენდიევი.

განთავსების თარიღი: 29.09.2017
 

2017 წლის 26 სექტემბერს უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ შეხვედრა გამართა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორთან მიხაილო ვიდოინიკთან. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკთხები და მაღალი დონის ვიზიტების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. 

განთავსების თარიღი: 26.09.2017
 

მ.წ. 25 სექტემბერს, საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გელა დუმბაძესა და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანების „გეორგია“ პრეზიდენტს ბესიკ შამუგიას შორის. საუბარი შეეხო 2017 წლის ნოემბერში დაგეგმილ ქართული ფილმის მე-14 ფესტივალს, ასევე ქ. მირგოროდში მომავალ წელს დავით გურამიშვილის სახელობის სახლმუზეუმის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზაციულ საკითხებს. 

განთავსების თარიღი: 25.09.2017
 

მ.წ. 25 სექტემბერს, საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გელა დუმბაძესა და ცნობილ ქართველ პოეტს, მთარგმნელს, დიპლომატს რაულ ჩილაჩავას შორის. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინას შორის კულტურულ ურთიერთობებს. აღსანიშნავია, რომ ბატონ რაულ ჩილაჩავას მომდევნო წელს 70 წელი უსრულდება. 

განთავსების თარიღი: 25.09.2017
 

მ.წ. 23 სექტემბერს, ქ.ხარკოვში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გელა დუმბაძე და ქ. დონეცკში საქართველოს კონსული ირაკლი ადვაძე ეწვივნენ ქ.ხარკოვში არსებულ საოლქო საზოგადოებრივ ორგანიზაციას "საქართველო"(თავმჯდომარე ნანა გოგოხია). შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ ქ.ხარკოვში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციის "გრუზია" პრეზიდენტი ზურაბ ქირია და ქ.ხარკოვში საქართველოს საპატიო კონსულობის კანდიდატი ალექსანდრა ჩიხლაძე. 

განთავსების თარიღი: 25.09.2017
 

2017 წლის 22 სექტემბერს, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გელა დუმბაძემ მონაწილეობა მიიღო ქ. ხარკოვში გამართულ IX საერთაშორისო ფორუმში სახელწოდებით „ინოვაციები. ინვესტიციები. ხარკოვის ინიციატივები“. 

განთავსების თარიღი: 22.09.2017
 

მ.წ. 20 სექტემბერს უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გელა დუმბაძე შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორს, ვასილ ბოდნარს და საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორს ანდრი პრავედნიკს. 

განთავსების თარიღი: 20.09.2017
 

მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, 15:00 საათზე საქართველოს საელჩოში გაიმართა ელჩის გელა დუმბაძის შეხვედრა უკრაინაში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან.

განთავსების თარიღი: 20.09.2017
 

მიმდინარე წლის 16-18 სექტემბერს ელჩი გელა დუმბაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდ ოდესის ეგიონის საკონსულო ოლქში, სადაც დაესწრო ქ. ოდესის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრთან „ივერია“ არსებული ქართული ენის შემსწავლელი საკვირაო სკოლის „ანა-ბანა“ ახალი სასწავლო სეზონის გახსნის ცერემონიალს.

 

განთავსების თარიღი: 17.09.2017
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ