ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გმობს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და სევასტოპოლის ოკუპაციასა და ანექსიას.

აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრემიერთან ვოლოდიმირ გროისმანთან შეხვედრისას გააკეთა და მადლობა გადაუხადა უკრაინას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

განთავსების თარიღი: 27.11.2017
 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერმინისტრს ვოლოდიმირ გროისმანს შეხვდა.

უკრაინის პრემიერმინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად ადამიანთა გარდაცვალებისა და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციისას სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. მისი თქმით, უკრაინა გვერდით უდგას საქართველოს ამ მძიმე წუთებში.

განთავსების თარიღი: 27.11.2017
 

საქართველო-უკრაინის პოლიტიკური ურთიერთობები,  სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში აქტიური თანამშრომლობა იყო მთავარი თემები გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოსა და უკრაინის მთავრობის წევრების მონაწილეობით გაიმართა. 

შეხვედრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საერთო ევროპულ მისწრაფებებსა და მსგავს გამოწვევებს, რომელთა წინაშეც საქართველო და უკრაინა დგანან. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სასიხარულოა, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმს" ემთხვევა. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების მზარდ დინამიკასა და  გადაწყვეტილებაზე, ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიულ რანგში აყვანის შესახებ.

განთავსების თარიღი: 27.11.2017
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ გროისმანს, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. 

საუბრის მთავარი თემები იყო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, ეკონომიკური კავშირების გააქტიურება და ორი ქვეყნის საერთო ევროპული მისწრაფებები იყო. 

საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანს ოფიციალური ვიზიტისა და "აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

განთავსების თარიღი: 27.11.2017
 

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა უკრაინის დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, უკრაინის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხელ ჯანელიძე დახვდა. მან მადლობა გადაუხადა ვოლოდიმირ გროისმანს საქართველოში სტუმრობისა და თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობისთვის.

განთავსების თარიღი: 27.11.2017
 

2017 წლის 26 ნოემბერს, ქ. კიევში, სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანების „გეორგია“ ორგანიზებით, უკრაინისა და საქართველოს კულტურის სამინისტროების, საქართველოს კინოცენტრის და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, კინოთეატრში „კიევი“ გაიხსნა ახალი ქართული კინოს ХІІІ ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც გაიმართა რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმის „მძევლები“ პრემიერა. 

განთავსების თარიღი: 27.11.2017
 

მ.წ. 22 ნოემბრს, საქართთველოს ელჩმა გელა დუმბაძემ საელჩოს შენობაში უმასპინძლა ქ. კიევის სხვადასხვა წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლე 100-მდე ქართველი სტუდენტს.

ელჩი სტუდენტებს ესაუბრა საელჩოს საქმიანობაზე, ასევე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და სიახლეებზე. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა ელჩისთვის დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები. ასევე შემუშავებული იქნა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. 

განთავსების თარიღი: 22.11.2017
 

მ.წ. 22 ნოემბერს, გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გელა დუმბაძესა და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსს პეტრო ციგიკალს შორის. ხანგრძლივი შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მოქალაქეების მიერ უკრაინის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე და აღნიშნულ კონტექსტში პრობლემატური საკითხების დროული მოგვარების აუცილებლობაზე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის მაღალჩინოსნები. საელჩოს მხრიდან მონაწილეობდა დესპანი დავით ბოჭორიშვილი.

განთავსების თარიღი: 22.11.2017
 

მ.წ.21 ნოემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, კიევში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინელ კოლეგას ვადიმ ჩენრიშს შეხვდა. 

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ვადიმ ჩერნიშის განცხადებით, საქართველოს გამოცდილების გაზიარების შედეგად, უკრაინის მთავრობამ დევნილთა განსახლების საპილოტე პროექტი შეიმუშავა. 

განთავსების თარიღი: 22.11.2017
 

საქართველოს საელჩომ უკრაინაში, მიმდინარე წლის 17 ნოემბერს,  უკრაინიდან საქართველოს რვა მოქალაქის სამშობლოში იძულების წესით დაბრუნების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებელი კომუნიკაცია დაამყარა და მოცემული მომენტისათვის აგრძელებს პერმანენტულ კავშირს, როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ყველა სხვა პროფილურ უწყებასთან.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ, აღნიშნულთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხსენებული მოქალაქეები, - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საემიგრაციო და სასაზღვრო სამსახურების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, იძულების წესით  იქნენ დაბრუნებულნი საქართველოში, - საქმიანობისათვის, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებს. აღნიშნულით ხსნის უკრაინული მხარე დაბრუნებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებ დეტალიზაციას.

საელჩო აგრძელებს უკრაინულ მხარესთან ინტენსიურ კომუნიკაციას და მოელის, რომ საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების პროცესში, მაქსიმალურად იქნება დაცული ყველა სამართლებრივი ნორმა და საქართველოს მოქალაქეების უფლებები.

განთავსების თარიღი: 19.11.2017
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ