ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

2018 წლის 5 თებერვალს, ქ. კიევში, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს არსენ ავაკოვსა და საქართველოს ელჩს გელა დუმბაძეს შორის. შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს უკრაინასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.  პრიორიტეტულ საკითხად განხილულ იქნა უკრაინასა და საქართველოს შორის მართვის მოწმობების ორმხრივი აღიარებისა და გაცვლის თემა. ასევე, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩს გააცნო არსებული ვითარება უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების მიერ სამართალდარღვევების სტატისტიკური მონაცემების შესახებ. გელა დუმბაძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს, 2017 წლის აგვისტოში, საქართველოში განვითარებული სტიქიის წინააღმდეგ საბრძოლველად  უკრაინის მხრიდან გაწეული დახმარების გამო.

 
05.02.2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ