ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ირაკლი კობახიძემ კიევში ზეციური ასეულის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, უკრაინაში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. 

ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, კიევში, ზეციური ასეულის გმირების ქუჩას ეწვია, გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მაიდანზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და დელეგაციის წევრებმა გვირგვინით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი და უკრაინის გოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: სერგი კაპანაძე, სოფიო ქაცარავა, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, გიორგი მოსიძე, ბექა ოდიშარია და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

 
18.01.2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ