ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვოლოდომირ გროისმანს შეხვდა. 

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკაზე მეტყველებს მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტებიც.

მხარეებმა ქვეყნების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საერთო ინტერესებზე იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა საპარლამენტთაშორისო და საერთო ფორმატში კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. მხარეებმა ერთმანეთს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნების დასავლური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე თანამშრომლობის შესახებ მეგობრული და საინტერესო საუბარი შედგა.

„ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, სადაც ორმხრივ თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ. საუბარი გვქონდა ამ თანამშრომლობის როგორ პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განზომილებაზე. გვქონდა ძალიან მეგობრული და საინტერესო დისკუსია ჩვენი თანამშრომლობის შესახებ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 
18/01/2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ