ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

15 დეკემბერს, უკრაინაში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა ხერსონისა და სკადოვსკის საზღვაო პორტების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის პრეზენტაცია

15 დეკემბერს, უკრაინაში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა ხერსონისა და სკადოვსკის საზღვაო პორტების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის პრეზენტაცია, შავი და ბალტიის ზღვების სატრანსპორტო კორიდორების განვითარების კონტექსტში. პრეზენტაციას დაესწრო უკრაინაში საქართველოს ელჩი გელა დუმბაძე, აგრეთვე უკრაინაში აკრედიტირებული სხვა სახელმწიფოების ელჩები, დიპლომატიური კორპუსის, უკრაინის მთავრობისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები.

პროექტი ითვალისწინებს ხერსონისა და სკადოვსკის პორტების ახალი აბრეშუმის გზის ნაწილად ქცევას, რაც, საქართველოსა და უკრაინის გავლით დააკავშირებს ჩინეთსა და ლიტვის რესპუბლიკას. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი საბორნე მარშრუტის ამოქმედება ქ. ბათუმისა და ხერსონისა და სკადოვსკის პორტებს შორის.

 
14.12.2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ