ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

2017 წლის 2 დეკებერს, უკრაინის ეროვნულ ოლიმპიურ კომპლექსში, კიევის საერთაშორისო ქალთა კლუბის ეგიდით გაიმართა 25-ე ყოველწლიური საქველმოქმედო ბაზრობა

2017 წლის 2 დეკებერს, უკრაინის ეროვნულ ოლიმპიურ კომპლექსში, კიევის საერთაშორისო ქალთა კლუბის ეგიდით გაიმართა 25-ე ყოველწლიური საქველმოქმედო ბაზრობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საელჩომ. საქველმოქმედო ბაზრობის ფარგლებში, უკრაინაში აკრედიტებულ სალეჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს საშუალება ჰქონდათ მოეწყოთ თავიანთი ეროვნული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო საელჩოს თანამშრომლების მიერ მომზადებული ქართული კერძები და ტკბილეულობა, უკრაინაში ქართული კომპანიების მიერ შემოწირული ღვინო, ჭაჭა, მინერალური წყლები და სხვა სახის პროდუქცია. კულტურული პროგრამის ფარგლებში ქ. კიევში არსებული კულტურული ცენტრის „იბერიელი“ ცეკვის ანსამბლი სტუმრების წინაშე წარსდგა ქართული ფოლკლორული ცეკვითა და სიმღერით. ბაზრობის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ.

 
02.12.2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ