ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მ.წ. 28 ნოემბერს, თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიხსნა

თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმი” დღეს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში მისასალმებელი პანელით „მაღალი დონის დიალოგი: სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ გაიხსნა. 

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით „ევროკავშირი და ჩინეთი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრიმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.  პანელში ასევე მონაწილეობენ – მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი  პაველ ფილიპი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი, სლოვენიის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერჟავეკი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების მინისტრთა კაბინეტის წევრი, ტოლერანტობის მინისტრი შეიხი ნაჰაიანი, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ერბოლატ დოსაიევი, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვენჩაი ჟანგი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ალან პიუ.

აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოში მეორედ ტარდება.  2017 წლის ფორუმი 2015 წლის თბილისის აბრეშუმის ფორუმის გაგრძელებაა და  წარმოადგენს მაღალი დონის სამთავრობო და ბიზნეს დიალოგის და ასევე, სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრის პლატფორმას. აბრეშუმის გზის ფორუმს 34  ოფიციალური დელეგაცია და 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ