ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

უკრაინის პრემიერ-მინისტრი წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი საქართველოს ეროვნული გმირის, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვია. უკრაინის პრემიერ-მინისტრს მასპინძლობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გაუწია.

ვლადიმერ გროისმანმა და ლევან იზორიამ აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციებში დაჭრილ-დაშავებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინის პრემიერს ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და უკრაინელი სამხედროების სარეაბილიტაციო პროცესი გააცნო. ვლადიმერ გროისმანმა ქართულ მხარეს უკრაინელი დაშავებული სამხედროების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, მათ გამოჯანმრთელება და სამომავლოდ წარმატება უსურვა.

წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში ასევე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი და ზაალ კაპანაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ასევე თავდაცვის უწყების და უკრაინული დელეგაციის წარმომადგენლები.

საქართველო-უკრაინას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციებში დაშავებული 15 სამხედრო მოსამსახურე ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს გადის. კურსი ორი კვირის განმავლობაში დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის, ფიზიკური და ფუნქციური მდგომარეობის მაქსიმალურ გაუმჯობესებას, ცხოვრების ხარისხის ოპტიმალური დონის მიღწევას და საზოგადოებაში რეინტეგრაციას ისახავს მიზნად. რეაბილიტაციის კურსი, როგორც დაშავებულ სამხედროებს, ასევე მათი ოჯახის წევრებსაც უტარდებათ. საქართველოში რეაბილიტაცია სულ 153 უკრაინელ სამხედროს და მათ 25 ოჯახის წევრს აქვს გავლილი.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ