ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მ.წ. 10 ნოემბერს, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, კიევის ეროვნული აკადემიური ოპერეტის თეატრში შედგა სპექტაკლის "ხანუმა" პრემიერა

მ.წ. 10 ნოემბერს, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, კიევის ეროვნული აკადემიური ოპერეტის თეატრში დიდი წარმატებით შედგა სპექტაკლის „ხანუმა“ პრემიერა(ავტორი ა.ცაგარელი, მუსიკა გ. ყანჩელი). სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ქ. თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი , რეჟისორი ირაკლი გოგია, დამდგმელი ბალეტმეისტერი - გია მარღანია, დამდგმელი მხატვარი და კოსტუმების მხატვარი - მარიკა კვაჭაძე.

პრემიერა ძალზედ თბილ გარემოში ჩატარდა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. დასასრულს, თეატრში გაიმართა მიღება, სადაც თეატრის დასის წევრებმა, დამდგმელთა ჯგუფმა და საპატიო სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული კერძები და სასმელები. დამსწრეთ სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ.

 
10.11.2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ