ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

2017 წლის 10 ნოემბერს, გაიმართა შეხვედრა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრს ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან

2017 წლის 10 ნოემბერს, გაიმართა შეხვედრა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში  უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრს ივანა კლიმპუშ-ცინცაძესა და საქართველოს პარლამენტის უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, გიორგი მოსიძის ხელმძღვანელობით. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში გელა დუმბაძემ.

შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის, განსაკუთრებით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის  აქტუალურ საკითხებსა და განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე, საერთო გამოწვევებზე და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. 

 
10.11.2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ