ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მ.წ. 9 ნოემბერს, ქ. კიევში, გაიმართა შეხვედრა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს ანდრეი პარუბისა და საქართველოს პარლამენტის უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან

მ.წ. 9 ნოემბერს, ქ. კიევში, გაიმართა შეხვედრა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს ანდრეი პარუბისა და საქართველოს პარლამენტის უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, გიორგი მოსიძის ხელმძღვანელობით. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში გელა დუმბაძე.

შეხვედრის დროს ანდრეი პარუბიმ აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინის ერთერთი ყველაზე დიდი სტრატეგიული პარტნიორია და რომ უკრაინასა და საქართველოს აერთიანებთ საერთო ბედი და საერთო გამოწვევები. ასევე, აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა მხარდამხარ მიდიან ევროინტეგრაციის გზაზე.

გიორგი მოსიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის მხრიდან ინტერესი უკრაინის მიმართ ძალიან დიდია, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ  უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის შემადგენლობა საკმაოდ დიდია.  ასევე, გიორგი მოსიძემ ისაუბრა ანტიტერორისტულ ზონაში ქართველი დელეგაციის ვიზიტის შესახებ და დააფიქსირა საქართველოს პარლამენტის ყველა პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა უკრაინისადმი  ევროპულ მისწრაფებებსა და აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

 
09/11/2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ