ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მ.წ. 8 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში შედგა დელეგაციის წევრებისა და უკრაინაში საქართველოს ელჩის გელა დუმბაძის გამგზავრება გამგზავრება ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში

მ.წ. 8 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის, რომელსაც გიორგი მოსიძე ხელმძღვანელობს, უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში შედგა დელეგაციის წევრებისა და უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გელა დუმბაძის გამგზავრება ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში. ქართულ დელეგაციას თან ახლდნენ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატები, დონეცკის მაჟორიტარი დმიტრო ლუბინეცი და საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი მეფარიშვილი. აღსანიშნავია, რომ უცხოური დელეგაციების რეგიონში ვიზტების ისტორიაში პირველად, ქართულმა დელეგაციამ მოინახულა დონეცკის ოლქის სამხრეთით, ნეიტრალურ ზონაში მდებარე სოფელი შიროკინო, რომელიც სამხედრო მოქმედებების დროს იქნა განადგურებული და სადაც უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმი მოქმედებს. აგრეთვე მოხდა ფრონტის ხაზზე მდებარე გამშვები პუნქტის „ნოვოტროიცკე“-სა და ქალაქ ვოლნოვახას მოახულება. დელეგაციის წევრები შეხვდნენ კონფლიქტის რეგიონში დისლოცირებულ უკრაინელ სამხეროებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებისგანაც მიიღეს ინფორმაცია რეგიონში არსებული მდგომარეობის თაობაზე. დელეგაციის წევრების მხრიდან მოხდა 2015 წ. 13 იანვარს, ვოლნოვახასთან სამგაზვრო ავტობუსის დაბომბვის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალისა და 2014 წ. 22 მაისს ერთერთი პირველი სამხედრო შეტაკების დროს დაღუპული სამხედროებისადმი მიძღვნილი მემორიალის ყვავილებით შემკობა.

 
08/11/2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ