ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მ.წ. 2 ნოემბერს, საქართველოს საელჩოში გაიმართა ტურისტული პრეს-კლუბის შეხვედრა

მ.წ. 2 ნოემბერს, საქართველოს საელჩოში გაიმართა ტურისტული პრეს-კლუბის შეხვედრა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უკრაინაში წამყვანი ტურისტული გამოცემების წარმომადგენლები, რომლებსაც მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში გელა დუმბაძემ, ავიაკომპანიის „იან-აირი“ გენერალურმა დირექტორმა იაროსლავ აგაფონოვმა და უკრაინის ტურიზმის განვითარების ცენტრის  დირექტორმა ვლადიმერ ცარუკმა.

საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ჯემალ გოგიტიძემ სტუმრებს გააცნო  ინფორმაცია საქართველოში ტურიზმის 2017 მაჩვენებლებთან დაკავშირებით. ასევე გაიმართა ტელეხიდი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. კერძოდ, ადმინისტრაციის თანამშრომელმა დარია ხოლოდილინამ დამსწრე აუდიტორიას გააცნო საქართველოს ტურისტული პოტენციალი.

ტურისტული გამოცემების წარმომადგენლები გასაკუთრებით დაინტერესდნენ ზამთრის კურორტებით, საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარების პერსპექტივებით და ახალი მიმართულებებით.

აღსანიშნავია, რომ ავია-კომპანიის „იან-აირი“ გენერალურმა დირექტორმა იაროსლავ აგაფონოვმა  დააანონსა, რომ 2018 წლიდან ავიაკომპანია განახორციელებს ფრენებს ქ. ლვოვიდან საქართველოს მიმართულებით და ასევე აღნიშნა, რომ ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები განხორციელდება ზამთრის პერიოდშიც. 

 
02.11.2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ