ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მ.წ. 26 ოქტომბერს,ქ. კიევში, ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა მრგვალი მაგიდა

2017 წლის 26 ოქტომბერს, კიევის ტარას შევჩენკოს ნაციონალური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ინსტიტუტის და ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნა ცნობილი ქართველი პოეტის- ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილეს.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში გელა დუმბაძემ. ასევე ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაზე ისაუბრეს  ქართველმა პოეტმა, მთარგმნელმა, დიპლომატმა -რაულ ჩილაჩავამ,  ფილოლოგიური მეცნიერების დოქტორმა, პროფესორმა -ალექსანდრე მუშკუდიანმა და უკრაინული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგემ,  ფილოლოგიური მეცნიერების დოქტორმა, პროფესორმა -ლიუდმილა გრიცაკმა.

ღონისძიება გაიმართა უკრაინაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით. 

 
26.10.2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ