ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქ. თბილისის მერთან ერთად თბილისობის დღესასწაულზე აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებს ახალ აღმაშენებელზე უმასპინძლა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქ. თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად თბილისობის დღესასწაულზე აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებს ელმარ მამედიაროვს, პავლო კლიმკინს და ანდრეი გალბურს ახალ აღმაშენებელზე უმასპინძლა.

მინისტრებმა ფეხით გაისეირნეს და სპეციალურად თბილისობისათვის დადგმული ქუჩის ღონისძიებები და გამოფენები დაათვალიერეს. სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს, რის შემდეგაც სამახსოვროდ ქართული კერძების მენიუებით შექმნილი საქართველოს რუკა და ტკბილეული გადაეცათ.

საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისს ორგანიზაცია სუამ-ის საიუბილეო - 20 წლისთავისადმი მიძღვნილ სხდომაში მონაწილეობის მიზნით ეწვივნენ.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ