ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

დღეს, 7 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ ოფიციალურად გახსნა "თბილისობა"

დღეს, 7 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ ოფიციალურად გახსნა "თბილისობა", რომელიც უკვე წლებია ტრადიციულად იმართება ქ. კიევის ცენტრში, ანდრეევსკის დაღმარათზე. ღონისძიების ფარგლებში ელჩი ეწვია ივანე კავალერიძის მუზეუმს, სადაც გაიმართა თანამედროვე ქართველი მხატვრის დავით ავალიანის ნამუშევრების გამოფენა. ასევე, გელა დუმბაძე ეწვია ქართული ღვინის კომპანიების მიერ ორგანიზებულ დეგუსტაციას, სადაც ყველა სტუმარს საშუალება ჰქონდა დაეგემოვნებინა ქართული ღვინო და მიესალმა ქართული რესტორნების წარმომადგენლებს, რომლებიც მისულ სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ ქართული კერძებით. მოგვიანებით გელა დუმბაძემ და ქ.კიევის მერიის კულტურის დეპარტამენტის უფროსმა დიანა პოპოვამ გადაინაცვლეს საზეიმო სცენაზე, საიდანაც მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას. საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართულმა მუსიკალურმა ანსამბლმა "ალილო" და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანების “გეორგია" შემოქმედებითმა კოლექტივმა. აღსანიშნავია, რომ თბილისობაზე წარმოდგენილი იყო ნათია დოლიძის ხელნაკეთი ნივთების და ეკა ჯაფარიძის ბატიკის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

"თბილისობის" გახსნის ცერემონია ფართოდ გააშუქა ადგილობრივმა მედიამ.

 
07.10.2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ