ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გელა დუმბაძის ვიზიტი ქ.ხარკოვში

2017 წლის 22 სექტემბერს, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გელა დუმბაძემ მონაწილეობა მიიღო ქ. ხარკოვში გამართულ IX საერთაშორისო ფორუმში სახელწოდებით „ინოვაციები. ინვესტიციები. ხარკოვის ინიციატივები“. ფორუმში მონაწილეობდნენ ხარკოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე, ადგილობრივი მეწარმეები და ბიზნესმენები, აგრეთვე უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, მათ შორის აშშ-ს, იაპონიის, ჩინეთის, თურქეთის  და სხვა 15 სახელმწიფოს ელჩი. ფორუმი თანამედროვე სავაჭრო ურთიერთობების, ეკონომიკის განვითარების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ერთობლივი საწარმოების შექმნისა და ხარკოვის ოლქის პოტენციალის თემატიკას დაეთმო. 

ამასთან, ფორუმის ჩატარებამდე 1 დღით ადრე, 21 სექტემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გელა დუმბაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ხარკოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარესთან იულია სვეტლიჩნაიასთან და ქ. ხარკოვის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარესთან გენადი კერნესთან. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.


 

 
22.09.2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ