ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გელა დუმბაძის ვიზიტი ქ.ოდესაში

მიმდინარე წლის 16-18 სექტემბერს ელჩი გელა დუმბაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდ ოდესის ეგიონის საკონსულო ოლქში, სადაც დაესწრო ქ. ოდესის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრთან „ივერია“ არსებული ქართული ენის შემსწავლელი საკვირაო სკოლის „ანა-ბანა“ ახალი სასწავლო სეზონის გახსნის ცერემონიალს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სკოლაში სწავლების სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის უმეტესობას უკრაინის მოქალაქეები შეადგენენ, რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოში უკრაინელ ტურისტთა მნიშვნელოვნად გაზრდილ ოდენობასთან.

აგრეთვე, ქ. ოდესაში საქართველოს საკონსულოს შენობაში, გაიმართა ელჩის შეხვედრა ქართული დიასპორის 30-მდე წარმომადგენელთან.

18 სექტემბერს ელჩი გელა დუმბაძე შეხვდა ოდესის ოლქის პოლიციის უფროს, გენერალ დმიტრი გოლოვინ, რომელსაც წარედგინა ახლად დანიშნული საქართველოს კონსული ბ-ნი თორნიკე ბერეკაშვილი.

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ