ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს

დღეს, 8 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულფულებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს.

ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, გაიმართა პირადი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან. საუბრის დროს განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა უკრაინის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ მზად არის კიდევ უფრო გააქტიუროს თანამშრომლობა ყველა სფეროში, განსაკუთრებით გააძლიეროს საქართველოს მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

ელჩმა გელა დუმბაძემ მადლობა გადაუხადა უკრაინულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, აგრეთვე საქართველოში, აგვისტოში გაჩენილი ხანძრების ჩაქრობაში გაწეული დახმარებისთვის.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ