ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ბალტიის და შავი ზღვის ეკონომიკური ფორუმი ქ.ხერსონში

მიმდინარე წლის 1 სექტემბერს. ქალაქ ხერსონში გაიმართა ბალტიის და შავი ზღვის მეოთხე ეკონომიკური ფორუმის მეორე შეხვედრა, რომელსაც დაესწრო საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დავით ბოჭორიშვილი. აღნიშნული ფორუმის პირველი შეხვედრა შედგა ა.წ. 24 მაისს, ქალაქ კლაიპედაში, ლიტვის რესპუბლიკაში.

ფორუმის ფარგლებში ხერსონის საოლქო ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარესთან ბატონ ანდრეი გორდეევთან, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ლიტვის რესპუბლიკის სეიმის  თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკეტისი და უკრაინაში ლიტვის რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიუს იანუკონისი. მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური პოტენციალი, კერძოდ ლოგისტიკის სფეროში, ასევე ხელისუფლების და ბიზნესის შორის ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივები, ხელი მოეწერა ალტერნატიული ენერგეტიკის, განათლების, სპორტის, კომუნალური მეურნეობის სფეროებში რიგ შეთანხმებებს ხერსონის საოლქო ადმინისტრაციისა და ლიტვის კომპანიებს შორის.

გარდა ამისა, ქ.ხერსონში ვიზიტის ფარგლებში საელჩოს დესპანი დავით ბოჭორიშვილი შეხვდა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ