ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის უკრაინა-საქართველო-მოლდოვას სამმხრივი მოსამზადებელი კონსულტაციები გაიმართა

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეხუთე სამიტისთვის უკრაინა-საქართველო-მოლდოვას სამმხრივი მოსამზადებელი კონსულტაციები გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ევროპულ და და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანი 2017 წლის ბრიუსელის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის პოზიციების შეჯერება და ერთობლივი დოკუმენტის შემუშავება იყო. კონსულტაციაზე ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ, ტექნიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე.

კონსულტაციებში ქართული მხრიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საგარო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, უკრაინაში საქართველოს ელჩი გელა დუმბაძე, უკრაინის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი, ხოლო მოლდოვას მხრიდან -საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე დანიელა მორარი და უკრაინაში მოლდოვას ელჩი რუსლან ბოლბოჩანი მონაწილეობდნენ.

„სწორედ ახლა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოახლოებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ასოცირებულმა ქვეყნებმა ინტენსიური, ერთიანი, ძლიერი პოზიცია დაიცვან იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთე, ინსტრუმენტი, დახმარება, პოლიტიკური თანადგომა მივიღოთ ევროკავშირისგან და ამასთან დაკავშირებით ამგვარი ერთსულოვანი, კოორდინირებული, თანმიმდევრული მოქმედება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო რაღაც ერთგვარი პირველი ნაბიჯი. ჩვენ რა თქმა უნდა განვაგრძობთ კონსულტაციებს, შევიმუშავებთ ერთიან პოზიციებს, კიდევ არის რიგი შეხვედრები, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ვფიქრობ, კარგი სტარტია, შინაარსიანი შეხვედრა გამოვიდა“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ