ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მ.წ. 23 აგვისტოს, ქ. კიევში, გაიმართა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის მოსამზადებელი შეხვედრა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში, ქ.კიევში იმყოფებიან, სადაც ა.წ. ნოემბერში, ბრიუსელში დადეგმილი “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეხუთე სამიტისთვის მოსამზადებელ უკრაინულ-ქართულ-მოლდოვურ კონსულტაციებში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის“ მზადებაზე, სამიტის დეკლარაციისთვის საერთო პოზიციების შემუშავებასა და ამ მხრივ პარტნიორების კონსოლიდირების საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი თამარ კობერიძე და მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე დანიელა მორარი უკრაინის ანალიტიკური ცენტრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამი ქვეყნის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის საქართველო-უკრაინა-მოლდოვას ერთობლივი პოზიციების შემუშავებაზე როგოც სახელმწიფო უწყებებს, ასევე, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნების ევროკავშირთან ურთიერთობის დინამიკაზე, თანამშრომლობის მექანიზმებზე, რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე და სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე. საუბარი აგრეთვე შეხო, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის საკითხებს და გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობას.

შეხვედრა აქტიური კითხვა-რეჟიმის ფორმატში წარიმართა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ