ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეიარაღებული აგრესიის განხორციელების მე-9 წლისთავთან დაკავშირებით

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეიარაღებული აგრესიის განხორციელების მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, რომლის შედეგად დაიღუპა ასობით ადამიანი, ხოლო ათობით ათასი დარჩა უსახლკაროდ, უკრაინა ადასტურებს თავის პატივისცემას საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიალური მთლიანობის მიმართ და მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის, როგორც აგრესორი სახელმწიფოს ქმედებებს.
იძულებულნი ვართ ვაღიაროთ, რომ საქართველოში კრემლის დანაშაულის მიმართ მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან დროული, მყარი და კონსოლიდირებული რეაქციის არარსებობის გამო ამ სახელმწიფოს სუვერენული ტერიტორიის მეხუთე ნაწილი დღემდე ოკუპირებულია, ხოლო რუსეთი აგრძელებს დამპყრობლურ პოლიტიკას ევროპის სხვა სახელმწიფოების მიმართ.
უკრაინაში მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას საბოლოოდ გააცნობიერონ საფრთხის სრული სიღრმე, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად ემუქრება გლობალურ უსაფრთხოებას, და გააძლიერონ ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოხდეს რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული სახელმწიფოების ტერიტორიალური მთლიანობის და სუვერენიტეტის აღდგენა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ