ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველო-უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი

მიმდინარე წლის 20 ივლისს, ქ.კიევის სოლომიანსკის რაიონის ბავშვთა და მოზარდთა ხელოვნების ცენტრში, უკრაინაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა საქართველო-უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც ორგანიზებულ იქნა საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ქართული დიასპორის სახლის“ მიერ.

კონცერტში მონაწილეობდა ქართული ანსამბლი „მართვე“ და უკრაინული კოლექტივები „პექტორალი“ და „ბალამუტი“.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქ.კიევის სოლომიანსკის სახელმწიფო  რაიონული ადმინისტრაციის უფროსმა მაქსიმ შკურომ და საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა დავით ბოჭორიშვილმა.  

 
20/07/2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ