ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტი საქართველოში

მ.წ. 17-19 ივლისს, შედგა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში, იგი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს. პრეზიდენტი პოროშენკო ეწვია თბილისში ოკუპაციის მუზეუმს, საოკუპაციო ხაზს სოფელ ხურვალეთში, სვანეთსა და აჭარას. იგი ასევე დაესწრო საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმსა და საქართველო-უკრაინის საინვესტიციო მრგვალ მაგიდას.

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას "საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ“. ვიზიტისას, ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ყველა აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა უკრაინაში საქართველოს ელჩი გელა დუმბაძე.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ