ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

2017 წლის 5 ივლისს, ქ. ლვოვის კულტურულ-სამხატვრო ცენტრში „ძიგა“ გაიმართა ლიტერატურული ფესტივალის „ავტორთა კითხვის თვე“ გახსნა

2017 წლის 5 ივლისს, ქ. ლვოვის კულტურულ-სამხატვრო ცენტრში „ძიგა“ გაიმართა ლიტერატურული ფესტივალის „ავტორთა კითხვის თვე“ გახსნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საელჩოს კონსულტანტმა ჰუმანიტარულ საკითხებში ზურაბ თოფურიამ.

„ავტორთა კითხვის თვე" — ცენტრალური ევროპის ყველაზე მასშტაბური და გრძელვადიანი  საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალია. კითხვა ტრადიციულად ბრნოში (ჩეხეთი) იწყება და ინაცვლებს ოსტრავაში (ჩეხეთი), კოშიცეში (სლოვაკეთი), ლვოვსა (უკრაინა) და ვროცლავში (პოლონეთი). ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ერთი თვის განმავლობაში ხუთი მონაწილე ქვეყნის ავტორებს მოუსმინონ.


ფესტივალი ყოველწლიურად "საპატიო სტუმრის" სტატუსით იწვევს 31 ავტორს ერთი კონკრეტული ქვეყნიდან. მიმდინარე წელს ფესტივალში "საპატიო სტუმრის" სტატუსით საქართველო მონაწილეობს. ლვოვში „ქართული პროგრამა“ გახსნა მწერალმა დათო ტურაშვილმა. „ავტორთა კითხვის თვე" გაგრძელდება 5 აგვისტომდე.

 
05/07/2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ