ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მ.წ. 12 ივნისს, ქ. თბილისში, საქართველო-უკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტს უკრაინის დელეგაცია, ხვიჩა მეფარიშვილის ხელმძღვანელობით სტუმრობს. საქართველო-უკრაინისა და უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების წევრებმა დღეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.

მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე და საპარლამენტთაშორისო ურთიერობების გაძლიერებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე, კონკრეტული მიმართულებებიც მიმოიხილეს, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას გულისხმობს. ასევე, დაიგეგმა ორი ქვეყნის პარლამენტების საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს  შორის მჭიდრო თანამშრომლობა. 

მხარეები, სამომავლოდ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე. 

გარდა ორმხრივი ურთიერთობებისა, მხარეებმა საქართველო-უკრაინა-მოლდოვის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის იდეაც განიხილეს.

„მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში, ეს იყო პირველი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ორი ქვეყნის, ახალი მოწვევის პარლამენტებს შორის. ბოლო პერიოდში ინტენსიური გახდა საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები, განსაკუთრებით კი, საპარლამენტთაშორისო დონეზე. შეხვედრაზე დაისახა რიგი ღონისძიებებისა, რომელიც მომავალში განხორციელდება. განვიხილეთ საქართველო-უკრაინა-მოლდოვის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის იდეა, რათა ამ სამმა ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას წინ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ“, - განაცხადა უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი მოსიძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო ასამბლეის შექმნის იდეა განხილვის სტადიაშია. „მიმდინარეობს კონსულტაციები და ვფიქრობ, ჩვენ ვნახავთ ამ იდეის განხორციელების პირველ შედეგებს. აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორებიდან ეს სამი ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოების მთავარი კანდიდატები არიან. ვფიქრობ, ეს ყველაფერი შემოდგომაზე გაფორმდება, როდესაც უკრაინაში, საქართველოს პარლამენტარების საპასუხო ვიზიტი განხორციელდება და რომელიც უკრაინისა და საქართველოს პარლამენტარებს შორის საფეხბურთო მატჩს დაემთხვევა“, - დასძინა გიორგი მოსიძემ.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ