ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მ.წ. 12 ივნისს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებმა უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართეს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებმა უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართეს. სოფიო ქაცარავამ კოლეგებს ევროკავშირთან უკრაინის უვიზო მიმოსვლა მიულოცა, რომელიც 11 ივნისს ამოქმედდა. „ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება როგორც საქართველოსთვის ასევე, უკრაინისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი საერთო რამ გვაკავშირებს - ეს არის სწრაფვა ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი“, - აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავს. როგორც სოფიო ქაცარავამ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტში 20 ივნისს, დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე აღინიშნება, სადაც მოწვეული იქნება ყველა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს.

შეხვედრაზე მხარეებმა ყველა იმ მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს, რაც ორ ქვეყანას აკავშირებს. განიხილეს უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების საკითხები. ისაუბრეს, საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ეკონომიკის, კულტურის და ტურიზმის მიმართულებით.

შეხვედრაზე, მხარეებმა, ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი უპირობო მხარდაჭერა გამოხატეს. ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას.

„წელს უფრო აქტიურად შეინიშნება საქართველო-უკრაინას შორის ინტენსიური ურთიერთობა როგორც სამთავრობო ასევე, საპარლამენტო დონეზე, რასაც ჩვენ ძალიან მივესალმებით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ამ ურთიერთობების გააქტიურებას ყველა მიმართულებით. შეხვედრაზე ვისაუბრეთ პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე ასევე, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე სხვადასხვა ფორმატებში, როგორც საქართველოს ასევე, უკრაინის მხრიდან“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

დღეს გამართულ შეხვედრაში სოფიო ქაცარავასთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ცკიტიშვილი და საქართველო-უკრაინის მეგობრობის ხელმძღვანელი გიორგი მოსიძე მონაწილეობდნენ.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ