ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

2017 წლის 5-6 მაისს, ქ. ივანო-ფრანკოვსკში გაიმართა კარპატის რეგიონის ქვეყნების მე-2 საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი, სახელწოდებით „CARPATHIAN SPACE”

2017 წლის 5-6 მაისს, ქ. ივანო-ფრანკოვსკში გაიმართა კარპატის რეგიონის ქვეყნების მე-2 საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი, სახელწოდებით „CARPATHIAN SPACE”, რომელსაც დაესწრო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება. ფესტივალზე სულ მოწვეული იყო 13 ქვეყანა, მათ შორის საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველო, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ესტონეთი და ლიტვა.

ფესტივალის ფარგლებში 5 და 6 მაისს გაიმართა ქართული ღონისძიებები, კერძოდ: ქართველი მხატვრის დავით შარაშიძის ნამუშევრების გამოფენის გახსნა, საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია, ქართული ღვინის პრეზენტაცია და დეგუსტაცია, კლასიკური მუსიკის გალა-კონცერტი ქართველი შემსრულებლის ირმა ბერძენიშვილის მონაწილეობით, ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის ფილმის „სიმინდის კუნძული“ ჩვენება, კონცერტი ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის „კოლხა“ (ქ.ხობი) მონაწილეობით და  ქართული სამზარეულოს პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრო უკრაინის კულტურის მინისტრი ევგენი ნიშჩუკი.


აღსანიშნავია, რომ ფესტივალი  ფართოდ გააშუქა უკრაინულმა მედიამ. 

 
05/05/2017-06/05/2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ