ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მ.წ. 3 აპრილს, პოლტავის ოლქის ნ. გოგოლის სახელობის აკადემიურ მუსიკალურ-დრამატულ თეატრში გაიმართა მე-9 თეატრალური ხელოვნების ფესტივალი „სტუმრად გოგოლთან“

მ.წ. 3 აპრილს,  პოლტავის ოლქის ნ. გოგოლის სახელობის აკადემიურ მუსიკალურ-დრამატულ თეატრში გაიმართა მე-9 თეატრალური ხელოვნების ფესტივალი „სტუმრად გოგოლთან“ .

ფესტივალის  ფარგლებში, მაყურებლის წინაშე წარსდგა თბილისის ა.გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის დასი, სპექტაკლით „რევიზორი“, ნ. გოგოლის ნაწარმოების მიხედვით, რომელმაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

სპექტაკლს დაესწრნენ დამდგმელი რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი და საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება.

აღნიშნული ღონისძიება ფართოდ გააშუქა ადგილობრივმა მასმედიამ. 

 
03.04.2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ