ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

2017 წლის 15 მარტს, ქ. კიევში, უკრაინის ეროვნულ საბავშვო ბიბლიოთეკაში, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა კულტურული ღონისძიება

2017 წლის 15 მარტს, ქ. კიევში, უკრაინის ეროვნულ საბავშვო ბიბლიოთეკაში, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერთ,  ჩატარდა კულტურული ღონისძიება „საქართველოს დღე“, რომლის ფარგლებშიც გაიმართა კონცერტი უკრაინული და ქართული კოლექტივების მონაწილეობითა და შემოქმედებითი სტუდიის „პატარა პრინცი“ აღსაზრდელების ნახატების გამოფენა „უკრაინელი ბავშვის თვალით დანახული საქართველო “.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ, უკრაინის სახალხო დეპუტატმა, საქართველო-უკრაინის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ხვიჩა მეფარიშვილმა და უკრაინის საბავშვო ბიბლიოთეკის დირექტორმა ალლა გორდიენკომ. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ელჩმა გამოფენაზე წარმოდგენილი ნახატების პატარა ავტორებს გადასცა სამადლობელო სიგელები. 

 
15.03.2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ