ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მ.წ. 20 იანვარს, ქ.კიევში გაიმართა ტურისტული პრეს-კლუბის სხდომა

მ.წ. 20 იანვარს, კიევში, რესტორანში „გოგი“, გაიმართა ტურისტული პრეს-კლუბის სხდომა, რომელიც ორგანიზებული იყო უკრაინის ტურისტული განვითარების ცენტრის, საქართველოს საელჩოსა და ავიაკომპანიის „იანეარ“ მიერ.

შეხვედრაზე დამსწრეთ სიტყვით მიმართა უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ, რომელმაც შეაჯამა გასული წლის შედეგები. აღინიშნა, რომ უკრაინაში სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველო, ქართული კულტურა და ქართული სამზარეულო, რაზეც მეტყველებენ შესაბამისი ციფრები - 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, უკრაინელი ტურისტების რაოდენობა 22 %-ით გაიზარდა და 172 ათასს გადააჭარბა. 14 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა საქართველოდან ექსპორტი, მათ შორის, 70%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი (5.8 მლნ. ბოთლი) და 28%-ით ციტრუსების ექსპორტი (7.5 ათასი ტონა) და ამ მხრივ, უკრაინა მეორე ადგილს იკავებს. უკრაინაში საქართველოს პოპულარიზაციისა და უკრაინელი ტურისტების ზრდის წინაპირობაა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის დივერსიფიკაცია. დღეისათვის, უკრაინის სხვადასხვა ქალაქებიდან ხორციელდება რეგულარული რეისები თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით. აპრილიდან, უკრაინის მიმართულებით ფრენების აღდგენას გეგმავს ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეის“.

ავიაკომპანიის „იანეარ“ კომერციულმა დირექტორმა ევგენი პუშენკომ აღნიშნა, რომ 2016 წელს, ავიაკომპანიის მიერ საქართველოს მიმართულებაზე გადაყვანილი იქნა 60 ათასზე მეტი მგზავრი. მიმდინარე წელს იგეგმება უკვე არსებულ მარშრუტებზე ფრენების სიხშირის ზრდა და ახალი რეისების დამატება. კერძოდ, 3 ივნისიდან, კვირაში ორი რეისის სიხშირით, განხორციელდება ფრენები ოდესა-ბათუმისა და ოდესა-თბილისის მარშრუტებზე. გარდა ამისა, პრაქტიკულად გადაწყვეტილია ლვოვსა და ბათუმს შორის რეგულარული რეისების განხორციელების საკითხი.

შეხვედრის დასასრულს, მიხეილ უკლებამ და ევგენი პუშენკომ უპასუხეს დამსწრე ჟურნალისტების შეკითხვებს.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ