ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

19-20 იანვარს შედგა საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი მოსიძის ვიზიტი ქ. კიევში

19-20 იანვარს შედგა საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი მოსიძის ვიზიტი ქ. კიევში, რომლის ფარგლებშიც უკრაინის უმაღლეს რადაში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ჯგუფის თავმჯდომარე ხვიჩა მეფარიშვილი, უკრაინის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ანა გოპკო, საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბორის ტარასიუკი, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარია იონოვა, ფრაქცია „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარის მოადგილე სვეტლანა ვოიცეხოვსკა, სახალხო დეპუტატები ვიტალი კორჩიკი და ალექსანდრ დროზდიკი.

შედგა გაცნობითი შეხვედრები უმაღლესი რადის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებთან ლეონიდ ემეცთან და სერგეი სობოლევთან, ასევე სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან არტურ პალატნისთან.

20 იანვარს გაიმართა შეხვედრა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ირინა გერაშჩენკოსთან და ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელთან ვოლოდიმერ არევთან. აგრეთვე უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ალექსანდრ იარემასთან.

შეხვედრებს ესწრებოდნენ უკრაინაში საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება და საელჩოს უფროსი მრჩეველი ალექსანდრე ყიფიანი.

 
20.01.2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ