ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მ.პ. დრაგომანოვის სახელობის ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მე–4 კურსის სტუდენტებთან: ანდრეი ლაზავოისთან (სტუდენტური საბჭოს თავმჯდომარე), ლანა დარსალიასთან, ელენა პედემთან, ოლგა ტერეშენკოსთან, ანასტასია რეზინთან.

განთავსების თარიღი: 30.03.2010
 

28 მარტს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბ–ნ მირზა დავითაიას უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქ. კიევში საქართველოს საელჩოში, მოეწყო მინისტრის შეხვედრა ქ. კიევის, ოდესის, დონეცკის, ლუგანსკის, კრივოი როგის ქართული სათვისტომოების წარმომადგენლებთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში ბ–ნ გრიგოლ ქათამაძემ და საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქ. ოდესაში ბ–ნ ზურაბ კვაჭაძემ.

განთავსების თარიღი: 28.03.2010
 

3 ნოემბერს საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი უკრაინაში გრიგოლ ქათამაძე გადასცემს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საქარტველოს მთავრობის მიერ გამოყოფილ ჰუმანიტარულ დახმარებას გრიპის ეპიდემიასთან საბრძოლველად.

განთავსების თარიღი: 04.11.2009
 

2009 წლის 14 ოქტომბერს, უკრაინაში საქართველოს საელჩოს ახალ ადმინისტრაციულ შენობაში (შევჩენკოს ქ. 25) გაიმართა ცნობილი უკრაინელი მოდელიორის ალექსანდრე გაბჩუკის ქართული თემატიკისადმი მიძღვნილი კოლექციის გამოფენა.   აღსანიშნავია, რომ ხელოვანმა ხსენებული კოლექცია შექმნა მას შემდეგ რაც იგი, საელჩოს ხელშეწყობით, ორი კვირის განმავლობაში, იმყოფებოდა საქართველოში და გაეცნო ჩვენი ქვეყნის თვითმყოფად კულტურასა და ტრადიციებს.

განთავსების თარიღი: 21.10.2009
 

12 სექტემბერს უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გრიგოლ ქათამაძის ვიზიტის შესახებ, ჩერკასის ოლქის სოფ. ვადიანიკში   ვიზიტი მიზნად ისახავდა ხსენებულ სოფელში დაკრძალული საბჭოთა კავშირის გმირის ვახტანგ ჩიქოვანის საფლავის მონახულებას და სოფ. ვადიანიკის 650 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას.

განთავსების თარიღი: 16.09.2009
 

11 სექტემბერს ქ. ჟიტომირში, ვიზიტით იმყოფებოდა უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნ გრიგოლ ქათამაძე. აღნიშნული ვიზიტი მიზნად ისახავდა ქალაქის 1125 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას.

განთავსების თარიღი: 16.09.2009
 

2009 წლის 9 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 63-ე სესიის პლენარულ სხდომაზე ხმათა დიდი უმრავლესობით (48 - მხარდამჭერი, 19 - წინააღმდეგი, 78 - თავის შეკავება) მიღებულ იქნა საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუცია "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ადგილნაცვალი პირებისა და ლტოლვილების მდგომარეობის შესახებ".

აღსანიშნავია, რომ ეს არის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ გაეროს მიერ მიღებული პირველი შინაარსობრივი რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ცხინვალის რეგიონში შექმნილმა უკიდურესად მძიმე ვითარებამ პირველად ჰპოვა ასახვა გენერალური ასამბლეის და ზოგადად გაეროს რეზოლუციებში.

განთავსების თარიღი: 14.09.2009
 

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი უშიშროების ფედერალური სამხახურის სანაპირო დაცვამ აფხაზეთის ე.წ. მესაზღვრეებთან ერთად საქართველოს მხარის მიერ დაკავებისაგან დაიცვას გემები, რომლებიც უკანონოდ შედიან ე.წ. "აფხაზეთის ტერიტორიულ წყლებში". რუსეთის მხრიდან აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს შიდა კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართლის, როგორც მრავალმხრივ, ასევე ორმხრივ ნორმებს.

განთავსების თარიღი: 02.09.2009
 

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის შემდეგ, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმების უხეში დარღვევით აღიარა მის მიერვე შექმნილი მარიონეტული რეჟიმების ე.წ. "დამოუკიდებლობა". განვლილმა 1 წელმა ნათლად აჩვენა, რომ  ამ უპასუხისმგებლო ქმედებებმა ვერავითარი მხარდაჭერა ვერ ჰპოვა საერთაშორისო თანამეგობრობაში და რუსეთი სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა.

განთავსების თარიღი: 29.08.2009
 

მიმდინარე წლის 19 აგვისტოს, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნ გრიგოლ ქათამაძე, საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, იმყოფებოდა პოლტავის ოლქის დაბა `ველიკი სოროჩინცში~, სადაც ამ დღეს, საუკუნეთა განმავლობაში, იმართება სახალხო ბაზრობა `სოროჩინსკაია იარმორკა~.

განთავსების თარიღი: 28.08.2009
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ