ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უკრაინის თავდაცვის მინისტრი, არმიის გენერალი  სტეფან პოლტორაკი იმყოფება. უკრაინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს. 

განთავსების თარიღი: 07.06.2017
 

2017 წლის 2 ივნისს, საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ანდრეი ზაიაცს. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხები.

განთავსების თარიღი: 02.06.2017
 

2017 წლის 31 მაისს, ქ. კიევში, თანამედროვე ხელოვნების გალერეაში „Триптих АРТ“, უკრაინა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, გაიმართა უკრაინაში მცხოვრები ცნობილი ქართველი მხატვრის დავით შარაშიძისა და მოქანდაკის გია მიმინოშვილის ნამუშევრების გამოფენის გახსნა, სახელწოდებით „Untitled”.

განთავსების თარიღი: 02.06.2017
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს ანდრი პარუბის შეხვდა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას მთელი რიგი მიმართულებებით და აღნიშნეს, რომ გაცილებით მეტია პოტენციალი, რომელიც სრულად უნდა იყოს გამოყენებული.

ყურადღება დაეთმო რეგიონულ საკითხებს, სატრანსპორტო დერეფნების, სატრანზიტო მიმართულების განვითარებისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. საუბარი შეეხო ტურიზმის მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციას. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა საქართველოსადმი უკრაინელი ტურისტების მზარდ ინტერესს მიესალმება.

განთავსების თარიღი: 02.06.2017
 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს ანდრეი პარუბს შეხვდა. 
მხარეებმა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს და საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს.

განთავსების თარიღი: 02.06.2017
 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფი უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე, ანდრიი პარუბი მიიღო. ასევე საქართველოსა და უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ყურადღება ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე გამახვილდა. ირაკლი კობახიძემ და ანდრიი პარუბიმ ხაზგასმით აღნიშნეს მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა, როგორც საპარლამენტთაშორისო, ასევე, საერთაშორისო ფორმატებშიც.

განთავსების თარიღი: 02.06.2017
 

2017 წლის 28 მაისს, ქ. კიევში, ოფიცერთა სასახლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა მე-8 ქართული კულტურის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღო კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრთან „იბერიელი“ არსებულმა ქართული ცეკვის ანსამბლმა. კონცერტი გახსნა თბილისიდან მოწვეულმა ქართულმა მუსიკალურმა კოლექტივმა "ირიაო".

განთავსების თარიღი: 02.06.2017
 

2017 წლის 26 მაისს, ქ. კიევში, სასტუმროში „Hilton Kyiv“ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 26-ე წლისთავთან და უკრაინასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა საზეიმო მიღება, რომელზეც სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უკრაინის ვიცე-პრემიერმინისტრმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მიხეილ უკლებამ. მიღებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა მსოფლიოში ცნობილი სომელიე ჟერარ ბასე, რომელმაც მოაწყო კომპანიის “GWS” ქართული ღვინის ბრენდების დეგუსტაცია .

განთავსების თარიღი: 31.05.2017
 

2017 წლის 25 მაისს, ქ. კიევის ნაციონალური ავიაციური უნივერსიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში,  ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის“ იბერია“ ორგანიზებით, გაიმართა ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის „იბერია“ კონცერტი

განთავსების თარიღი: 26.05.2017
 

მ.წ. 23 მაისს, ქ. ოდესაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართა ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის „საქართველო“  კონცერტი, რომელიც ასევე მიეძღვნა ანსამბლის დაარსების მე-16 წლისთავს. 

განთავსების თარიღი: 25.05.2017
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ