ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საიუბილეო შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან პაოლო კლიმკინთან.

მინისტრები მიესალმნენ ორგანიზაციის ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობას და აღნიშნეს საიუბილეო მინისტერიალის მნიშვნელობა ორგანიზაციის სამომავლო გეგმების განსაზღვრის კუთხით.

განთავსების თარიღი: 09.10.2017
 

„სუამის განვითარების საერთო ხედვა გულისხმობს თამშრომლობიდან მეტ თანაქმედებაზე გადასვლას“ - მიხეილ ჯანელიძე.

„ეს არის ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია მეგობარი სახელმწიფოების მიერ, რომელთაც მეტი სტაბილურობისა და განვითარების საერთო ინტერესები და ხედვა გააჩნიათ. ამ ორგანიზაციამ 20 წლის განმავლობაში შეძლო განევითარებინა ინსტიტუტები, ჩამოეყალიბებინა თანამშრომლობის შესაბამისი ფორმატები, ასევე დაემკვიდრებინა საკუთარი ადგილი საერთაშორისო ასპარეზსა და ფორმატებში“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს საიუბილეო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

 

განთავსების თარიღი: 09.10.2017
 

8.10.2017 თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სუამ-ის  მნიშვნელობასა და მინისტერიალის შედეგებზე საიუბილეო სესიის შემდეგ სუამ-ის წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა. 


განთავსების თარიღი: 08.10.2017
 

დღეს, 7 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ ოფიციალურად გახსნა "თბილისობა", რომელიც უკვე წლებია ტრადიციულად იმართება ქ. კიევის ცენტრში, ანდრეევსკის დაღმარათზე. ღონისძიების ფარგლებში ელჩი ეწვია ივანე კავალერიძის მუზეუმს, სადაც გაიმართა თანამედროვე ქართველი მხატვრის დავით ავალიანის ნამუშევრების გამოფენა. ასევე, გელა დუმბაძე ეწვია ქართული ღვინის კომპანიების მიერ ორგანიზებულ დეგუსტაციას, სადაც ყველა სტუმარს საშუალება ჰქონდა დაეგემოვნებინა ქართული ღვინო და მიესალმა ქართული რესტორნების წარმომადგენლებს, რომლებიც მისულ სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ ქართული კერძებით.

განთავსების თარიღი: 08.10.2017
 

5 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ მონაწილეობა მიიღო უკრაინის უმაღლესი რადას საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის სხდომაში, რომელსაც ჯგუფის ხელმძღვანელი, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ხვიჩა მეფარიშვილი გაუძღვა. მხარეებმა განიხილეს დღის წესრიგში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის პერსპექტივები ოკუპირებული ტერიტორიების, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო სფეროების კონტექსტში. 

განთავსების თარიღი: 05.10.2017
 

მ.წ. 3 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ გაცნობით ვიზიტით საელჩოში სტუმრად მიიღო მალტის ორდენის ელჩი ანტონიო გადზანტი პულიეზე დი კოტრონე. შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, რელიგიურ კონფესიებზე, ქვეყნების საგარეო პოლიტიკურ ვექტორებზე, რასთან დაკავშირებითაც მალტის ორდენის ელჩმა დაადასტურა თავისი სიმპატია საქართველოს პოზიციის მიმართ,  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებასთან დაკავშირებით.  

განთავსების თარიღი: 03.10.2017
 

მ.წ. 1 ოქტომბერს, ქ.პოლტავაში ვიზიტის ფარგლებში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გელა დუმბაძე ეწვია პოლტავის სავაჭრო-ეკონომიკურ უნივერსიტეტს, სადაც აგრეთვე განთავსებულია ქართული კულტურის ცენტრი. უნივერსიტეტის რექტორმა ალექსეი ნესტულიამ გააცნო სასწავლო დაწესებულების შესაძლებლობები, სხვადასხვა უცხო ქვეყნებთან საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგები და განვითარების გეგმები. 

განთავსების თარიღი: 01.10.2017
 

30 სექტემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გელა დუმბაძე ეწვია ქალაქ პოლტავას, სადაც ნ.გოგოლის სახელობის პოლტავის საოლქო მუსიკალურ-დრამატულ თეატრში გაიმართა სპექტაკლის ”ქალები” პრემიერა. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორი ციცინო კობიაშვილი. აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე სპექტაკლია, რომელიც ქალბატონმა ციცინო კობიაშვილმა დადგა პოლტავის თეატრის სცენაზე.პრემიერას ესწრებოდნენ საოლქო და საქალაქო ადმინისტრაციის, ქართული დიასპორის წარმომადგენლები. სპექტაკლის დაწყებამდე, საქართველოს საელჩოს სტუმრებისათვის თეატრის ხელმძღვანელობამ ქართულ-უკრაინული მუსიკალური გამოსვლა მოაწყო. პრემიერა ძალზედ თბილ გარემოში ჩატარდა და მან დიდი მოწონება დაიმსახურა.

განთავსების თარიღი: 01.10.2017
 

მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ნ.გრიშკოს სახელობის კიევის ნაციონალურ ბოტანიკურ ბაღში, საელჩოს მხარდაჭერით და თანამონაწილეობით გაიხსნა მე-3 ფესტივალი ”დიდი ქართული ზეიმი ბორჯომთან ერთად”.

ფესტივალზე წარმოდგენილ იქნა კიევში და კიევის ოლქში მოქმედი 60-ზე მეტი ქართული რესტორნების" ღვინის, მინერალური წყლის პავილიონი.

განთავსების თარიღი: 01.10.2017
 

2017 წლის 29 სექტემბერს უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ შეხვედრა გამართა უკრაინის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ჰანნა ჰოპკოსთან და საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ხვიჩა მეფარიშვილთან. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკთხები და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. 

განთავსების თარიღი: 29.09.2017
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ