ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

2017 წლის 30 აგვისტოს, ქართული მხარის მიმართვის საფუძველზე, უკრაინამ აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად, ოპერატიულად გამოყო 8-ტონიანი წყლის ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი Ан-32П. თვითმფრინავი საქართველოში დილის 09:05 საათზე გაფრინდა.

 

განთავსების თარიღი: 30.08.2017
 

მ.წ. 24 აგვისტოს, ქ. კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა სამხედრო აღლუმი და უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სახელით ორგანიზებული საზეიმო მიღება, რომელსაც დაესწრნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მიადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და საქართველოს ელჩი გელა დუმბაძე.

განთავსების თარიღი: 25.08.2017
 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეხუთე სამიტისთვის უკრაინა-საქართველო-მოლდოვას სამმხრივი მოსამზადებელი კონსულტაციები გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ევროპულ და და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანი 2017 წლის ბრიუსელის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის პოზიციების შეჯერება და ერთობლივი დოკუმენტის შემუშავება იყო. კონსულტაციაზე ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ, ტექნიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე.

განთავსების თარიღი: 24.08.2017
 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში, ქ.კიევში იმყოფებიან, სადაც ა.წ. ნოემბერში, ბრიუსელში დადეგმილი “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეხუთე სამიტისთვის მოსამზადებელ უკრაინულ-ქართულ-მოლდოვურ კონსულტაციებში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის“ მზადებაზე, სამიტის დეკლარაციისთვის საერთო პოზიციების შემუშავებასა და ამ მხრივ პარტნიორების კონსოლიდირების საკითხებზე.

განთავსების თარიღი: 24.08.2017
 

მ.წ. 22 აგვისტოს, პოლტავის ოლქის მირგოროდის რაიონის სოფელ ველიკი სოროჩინში გაიმართა ტრადიციული ყოველწლიური ეროვნული სოროჩინის  ბაზრობის ოფიციალური გახსნის ცერემონია, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს საელჩოს დესპანი დავით ბოჭორიშვილი და კონსულტანტი ჰუმანიტარულ საკითხებში ზურაბ თოფურია. ღონისძიების ფარგლებში, ქართველი ბიზნესმენის კახა მახათაძის  ინიციატივით, გაიხსნა ქართული ეთნოგრაფიული პავილიონი, რომელშიც წარმოდგენილ იქნა სასუვენირო პროდუქცია, ქართული სამზარეულო და ღვინო.  

განთავსების თარიღი: 23.08.2017
 

მ.წ. 17 აგვისტოს, საელჩოში გაიმართა ელჩის გელა დუმბაძის შეხვედრა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილესთან ოქსანა სიროიდთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2017 წლის 30 ნოემბერიდან 1 დეკემბრამდე, ქ. ლვოვში დაგეგმილ პირველ უსაფრთხოების ფორუმსა და მასში ქართველი ექსპერტების შესაძლო მონაწილეობის საკითხს. 

განთავსების თარიღი: 17.08.2017
 

მ.წ. 17 აგვისტოს, გაიმართა შეხვედრა საქართველოს ელჩს გელა დუმბაძესა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის პროტოკოლის სამსახურის უფროსს რომან პოპოვს შორის. შეხვედრის დროს განხილულ იქნა უკრაინა-საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, ახლო მომავალში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები და გამოცდილების გაზიარების მიზნით სამთავრობო  უწყებათაშორის თანამშრომლობის საკითხები.

განთავსების თარიღი: 17.08.2017
 

მ.წ. 12 აგვისტოს, გამოჩენილი ქართველი პოეტის დავით გურამიშვილის დაბადების 312-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩი გელა დუმბაძე და საელჩოს წარმომადგენლები  ეწვივნენ ქ. მირგოროდს, სადაც მოინახულეს დავით გურამიშვილის სახელობის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, ყვავილებით შეამკეს პოეტის ძეგლი და საფლავი.

განთავსების თარიღი: 14.08.2017
 

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეიარაღებული აგრესიის განხორციელების მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, რომლის შედეგად დაიღუპა ასობით ადამიანი, ხოლო ათობით ათასი დარჩა უსახლკაროდ, უკრაინა ადასტურებს თავის პატივისცემას საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიალური მთლიანობის მიმართ და მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის, როგორც აგრესორი სახელმწიფოს ქმედებებს.

განთავსების თარიღი: 09.08.2017
 

2017 წლის 7 აგვისტოს ცხრა წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციიდან.

2008 წლის აგვისტოს ომიდან ცხრა წლის თავზე რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრული უგულებელყოფით აგრძელებს სუვერენული სახელმწიფოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას, რაც გამოიხატება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სისტემაში უკანონო ინტეგრაციით, ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციითა და საოკუპაციო ხაზის გამაგრებით მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით.

განთავსების თარიღი: 07.08.2017
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ