ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

2017 წლის 2 დეკებერს, უკრაინის ეროვნულ ოლიმპიურ კომპლექსში, კიევის საერთაშორისო ქალთა კლუბის ეგიდით გაიმართა 25-ე ყოველწლიური საქველმოქმედო ბაზრობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საელჩომ. საქველმოქმედო ბაზრობის ფარგლებში, უკრაინაში აკრედიტებულ სალეჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს საშუალება ჰქონდათ მოეწყოთ თავიანთი ეროვნული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. 

განთავსების თარიღი: 02.12.2017
 

თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმი” დღეს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში მისასალმებელი პანელით „მაღალი დონის დიალოგი: სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ გაიხსნა. 

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით „ევროკავშირი და ჩინეთი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრიმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.  პანელში ასევე მონაწილეობენ – მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი  პაველ ფილიპი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი, სლოვენიის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერჟავეკი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების მინისტრთა კაბინეტის წევრი, ტოლერანტობის მინისტრი შეიხი ნაჰაიანი, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ერბოლატ დოსაიევი, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვენჩაი ჟანგი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ალან პიუ.

განთავსების თარიღი: 28.11.2017
 

მ.წ. 28 ნოემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უკრაინის ვიცე-პრემიერს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ივანა კლიმპუშ-ცინცაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბრიუსელის სამიტი და მისი შედეგები. დადებითად შეფასდა ევროკავშირის მიერ საქართველოსა და უკრაინის ევროპული მისწრაფებისა და ევროპული არჩევანის დადასტურება და აღიარება. 

განთავსების თარიღი: 28.11.2017
 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი საქართველოს ეროვნული გმირის, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვია. უკრაინის პრემიერ-მინისტრს მასპინძლობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გაუწია.

ვლადიმერ გროისმანმა და ლევან იზორიამ აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციებში დაჭრილ-დაშავებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულეს. 

განთავსების თარიღი: 27.11.2017
 

საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გმობს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და სევასტოპოლის ოკუპაციასა და ანექსიას.

აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრემიერთან ვოლოდიმირ გროისმანთან შეხვედრისას გააკეთა და მადლობა გადაუხადა უკრაინას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

განთავსების თარიღი: 27.11.2017
 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერმინისტრს ვოლოდიმირ გროისმანს შეხვდა.

უკრაინის პრემიერმინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად ადამიანთა გარდაცვალებისა და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციისას სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. მისი თქმით, უკრაინა გვერდით უდგას საქართველოს ამ მძიმე წუთებში.

განთავსების თარიღი: 27.11.2017
 

საქართველო-უკრაინის პოლიტიკური ურთიერთობები,  სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში აქტიური თანამშრომლობა იყო მთავარი თემები გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოსა და უკრაინის მთავრობის წევრების მონაწილეობით გაიმართა. 

შეხვედრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საერთო ევროპულ მისწრაფებებსა და მსგავს გამოწვევებს, რომელთა წინაშეც საქართველო და უკრაინა დგანან. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სასიხარულოა, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმს" ემთხვევა. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების მზარდ დინამიკასა და  გადაწყვეტილებაზე, ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიულ რანგში აყვანის შესახებ.

განთავსების თარიღი: 27.11.2017
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ გროისმანს, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. 

საუბრის მთავარი თემები იყო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, ეკონომიკური კავშირების გააქტიურება და ორი ქვეყნის საერთო ევროპული მისწრაფებები იყო. 

საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანს ოფიციალური ვიზიტისა და "აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

განთავსების თარიღი: 27.11.2017
 

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა უკრაინის დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, უკრაინის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხელ ჯანელიძე დახვდა. მან მადლობა გადაუხადა ვოლოდიმირ გროისმანს საქართველოში სტუმრობისა და თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობისთვის.

განთავსების თარიღი: 27.11.2017
 

2017 წლის 26 ნოემბერს, ქ. კიევში, სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანების „გეორგია“ ორგანიზებით, უკრაინისა და საქართველოს კულტურის სამინისტროების, საქართველოს კინოცენტრის და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, კინოთეატრში „კიევი“ გაიხსნა ახალი ქართული კინოს ХІІІ ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც გაიმართა რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმის „მძევლები“ პრემიერა. 

განთავსების თარიღი: 27.11.2017
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ